24 ივნისი 2026,   06:22
ვრცლად
კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ინციდენტის საფრთხე არსებობს - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი

კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ინციდენტის საფრთხე არსებობს - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა.

რაფაელ გროსიმ ელექტროსადგურის მონახულების შემდეგ აღნიშნა, ვითარება სერიოზულია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ამჟამად ელექტროსადგური ფუნქციონირებს, მას არ აქვს დამცავი კედელი, რაც ობიექტის ბირთვს ძალიან დაუცველს ხდის საარტილერიო ან დრონით დარტყმების მიმართ.

მანამდე, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა სცადა.

 

დღის ამბები