უკრაინაში კვლავ აქტიური საბრძოლო მოქმედებებია. იერიშები იყო ნიკოპოლის, სუმის და ხერსონის მიმართულებით - არიან დაშავებულები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. უკრაინის თავდასხმების შედეგად კი, რუსეთის როსტოვის ოლქში ორი ნავთობბაზა იწვის.
რეგიონში დრონებით თავდასხმა მოხდა. მედიის ინფორმაციით, რუსეთის ყაზანის აეროპორტმა დრონით თავდასხმის საფრთხის გამო ფრენები შეაჩერა.