24 ივნისი 2026,   03:05
ვრცლად
ბრიტანეთში დემონსტრანტებმა პოლიციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს - დაშავდა სამი სამართალდამცავი

ბრიტანეთში დემონსტრანტებმა პოლიციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს - შედეგად სამი სამართალდამცავი დაშავდა. შემთხვევა ქალაქ სანდერლენდში მოხდა. მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა პოლიციის შენობა ჯერ გაძარცვეს შემდეგ კი გადაწვეს.

მონაწილეები ისლამოფობიურ სლოგანებს სკანდირებდნენ. ამ დროისთვის, არეულობის მოწყობის ფაქტზე რვა პირია დაკავებული. ინგლისის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ლონდონსა და მანჩესტერში არეულობის მიზეზი საუსპორტში მომხდარი თავდასხმა გახდა, 17 წლის მოზარდი საბავშვო საცეკვაო სტუდიაში შეიჭრა. სამი ბავშვი მოკლა, რვა კი დაჭრა. დიდ ბრიტანეთში მიგრანტების საწინააღმდეგო გამოსვლები ამ დრომდე არ წყდება.

დღის ამბები