24 ივნისი 2026,   03:05
ვრცლად
კამალა ჰარისი საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატი იქნება - ვიცე პრეზიდენტმა საკმარისი ხმები უკვე მოიპოვა

კამალა ჰარისი საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატი იქნება. ვიცე პრეზიდენტმა პარტიის მიერ ჩატარებული კენჭისყრისას აუცილებელი ხმების რაოდენობის მოპოვება შეძლო. ამერიკის დემოკრატიული პარტია კანდიდატის შერჩევის კენჭისყრას ონლაინ ატარებს, პროცესი 1 აგვისტოს დაიწყო და 5 აგვისტომდე გაგრძელდება.

კამალა ჰარისმა საკმარისი ხმები უკვე მოიპოვა. მას ხმა მისცა პარტიის 2350-მა წარმომადგენელმა. კენჭისყრაში კი სულ 3923 დელეგატი მონაწილეობს. კამალა ჰარისის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის წარდგენა მისთვის დიდი პატივია.

ცნობილია, რომ ის ამერიკის ისტორიაში პირველი შავკანიანი და აზიური წარმომავლობის ქალია, რომელიც მსხვილ პარტიას წარადგენს. კამალა ჰარისის შტაბმა საარჩევნო კამპანიისთვის ივლისის თვეში 310 მილიონი დოლარის მობილიზება შეძლო. დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის დებატები 4 სექტემბერს პენსილვანიაში გაიმართება. საპრეზიდენტო დებატები ტელეკომპანია "ფოქს ნიუსის" ეთერში შედგება. ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

დღის ამბები