08 სექტემბერი 2026,   17:14
ვრცლად
ვისთვის აღმოჩნდა "იღბლიანი ლარი" ყველაზე იღბლიანი?

ფატმან მამარგეიშვილის ლატარიაში მოგების ამბავი უკვე მთელმა ხონმა შეიტყო, საქართველოს ამ  პატარა და ულამაზეს დაბას ელვის სისწრაფით მოედო ლატარიაში 50 000 ლარის მოგების ისტორია.  დიახ, სწორედ 50 000 ლარი მოიგო ფატმან მამარგეიშვილმა "მაგნიტის" მარკეტში შეძენილ გადასაფხეკ ლატარია "იღბლიან ლარში".

"ყოველთვის მჯეროდა, რომ იღბლიანი ვიყავი და ლატარიის თამაშიც მაგიტომ დავიწყე, ვგრძნობდი რომ ადრე თუ გვიან დიდ თანხას მოვიგებდი, ოცნებად მქონდა ჩვენი საკუთარი სახლის შეძენა, ახლა ამ ოცნებას ავისრულებ", - გვიყვება "იღბლიანი ლარის" იღბლიანი მოგებული.

ფატმანის ორ მცირეწლოვან შვილს ჯერ ვერ გაურკვევია, რა უფრო უნდა უხაროდეს, დედის მოგება, ახალი სახლი ხონში თუ ემიგრაციაში მყოფი მამის დაბრუნება, რომელიც სპეციალურად სახლის შესაძენად ჩამოდის საქართველოში.

ასე რომ, ფატი მამარგეიშვილისთვის ლატარიაში მოგება მხოლოდ მოგების სიხარულით არ შემოიფარგლება - ის ნანატრ სახლსაც შეიძენს და დიდი ხნის უნახავ მეუღლესაც იხილავს.

საინტერესოა, კიდევ ვის გაუმართლებს მომავალში და ვინ მოიგებს ლატარიაში დიდ თანხას? როგორც ამბობენ, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას. 

იხილეთ ვიდეო

დღის ამბები