09 სექტემბერი 2026,   08:29
ვრცლად
თბილისის ზღვის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

თბილისის ზღვის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, დაახლოებით 7 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბეტონისა და ასფალტის საფარი; გაკეთდა ბორდიურები, სანიაღვრეები.

პროექტის განხორციელებით, თბილისის ზღვის ქუჩაზე წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდა. ამისთვის ბიუჯეტიდან 730 000 ლარი დაიხარჯა.

დღის ამბები