24 ივნისი 2026,   03:12
ვრცლად
სამგზავრო ავტობუსი გვირაბში შესვლის დროს გადაბრუნდა - ბარსელონაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 მგზავრი დაშავდა

ესპანეთში, ბარსელონაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 მგზავრი დაშავდა, მათგან სამი კრიტიკულ მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას ესპანური გამოცემა elpais-ი ავრცელებს. 

სამგზავრო ავტობუსი გვირაბში შესვლის დროს, კედელს შეეჯახა და გადაბრუნდა, რის შემდეგაც გვირაბის კიდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში მიენარცხა. მაშველებმა ყველა მგზავრის ევაკუაცია შეძლეს, თუმცა მძღოლის ავტობუსიდან გადმოყვანა, სპეციალური ტექნიკის გამოყენების გარეშე ვერ შეძლეს.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა, ვერტმფრენის დახმარებით კლინიკებში გადაიყვანეს, მათ სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აღენიშნებათ.

დღის ამბები