მეცნიერებმა, ახალი ზელანდიის სანაპიროზე გამორიყული გარდაცვლილი ვეშაპის სახეობა დაადგინეს. ის "ნიჩბისკბილა ვეშაპი" აღმოჩნდა, რომელიც ისეთი იშვიათი სახეობაა, რომ ცოცხალი ინდივიდი ჯერ არ აღმოუჩენიათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მეცნიერებმა 5 მეტრიანი არსების სახეობა, მისი ფერის, თავისქალის, კბილებისა და ნისკარტის მეშვეობით დაადგინეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ სახეობის ვეშაპის ცოცხალი წარმომადგენელი ჯერ არ აღმოუჩენიათ, მეცნიერებს ამ სახეობის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ.
მეცნიერების შეფასებით, ახალი ზელანდიის სანაპიროზე აღმოჩენილი ვეშაპის ცხედარს, გამოკვლევები ჩაუტარდება, რაც მათ შესაძლებლობას მისცემ ამ სახეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვონ.