24 ივნისი 2026,   04:41
ვრცლად
ჩემთვის ევროპა ბრძოლად ღირდა, ის არასოდეს ყოფილა სრულყოფილი, მაგრამ ჩვენ ვუყურებდით ევროპარლამენტს, როგორც სტანდარტების, შესაძლებლობების და შერიგების სიმბოლოს - რობერტა მეცოლა

რობერტა მეცოლა ისევ ევროპარლამენტის პრეზიდენტია. 562 ხმით ის პოსტზე უკვე მეორედ აირჩიეს.

წარდგენილი იყო ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი და ახლად არჩეული ესპანელი ევროპარლამენტარი, ირენ მონტერო, რომელიც მემარცხენე პარტიის, "პოდე-მოსის" წარმომადგენელია. მანამდე ევრო დეპუტატებმა კანდიდატების სიტყვით გამოსვლები მოისმინეს:

"ჩემთვის ევროპა ბრძოლად ღირდა. ის არასოდეს ყოფილა სრულყოფილი, მაგრამ ჩვენ ვუყურებდით ევროპარლამენტს, როგორც სტანდარტების, შესაძლებლობების და შერიგების სიმბოლოს. ეს იყო ჩვენი გარანტია კანონის უზენაესობის, თანასწორობის, დემოკრატიის, თავისუფლების და კეთილდღეობის. მე აქ ვარ, რომ მოვითხოვო თქვენი ნდობა და თქვენი ხმა, რათა მოგვეცეთ საშუალება ვიყოთ ერთად. ჩვენს გზაზე მომავალი გამოწვევები მოითხოვს ძლიერ ლიდერობას, იქნება ეს კანონმდებლობის წინ წამოწევა, რომელიც ხალხს სჭირდება ჩვენგან, მოლაპარაკება სხვა ინსტიტუტებთან, პარლამენტის წარმომადგენლობა წევრ ქვეყნებში, თუ დგომა კიევში, კიშინოვში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ უნდა დავდგეთ მაღლა. როგორც პრეზიდენტს, თქვენ იცით, რომ მე შემიძლია ავაშენო ხიდები,"- განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირენ მონტერო:

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ომებს ყოველთვის დიდი ტანჯვა მოაქვს. ომთან ერთად, ენერგიისა და საკვების ფასი იზრდება. მილიონობით ადამიანი ვერ ახერხებს თავის გატანას. ევროპის პრიორიტეტი უნდა იყოს სოციალური უფლებების განადგურების დასრულება, ასევე მშრომელთა უფლებების მხარდაჭერა, რაც მშრომელებს უფრო მეტი უფლებების მიღების საშუალებას აძლევს. ომების გაღვივება გაზრდის ენერგეტიკის მიმართულებით პრობლემას. ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ ვხედავთ ლგბტქ უფლებებსა და ქალთა უფლებებს. ჩვენ უნდა ავაშენოთ ევროპა, რომელიც დაფუძნებულია უფლებებზე და უკეთეს სამყაროზე,"- აღნიშნა ირენ მონტერომ

 

დღის ამბები