ომანის დედაქალაქში, მეჩეთთან დაწყებული სროლის შედეგად 4 პირი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილების გარდა, შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირიც დაშავდა. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიცია შემთხვევის სხვა დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, თუმცა ამ დროისთვის ცნობილია, რომ ცეცხლი ერთმა პირმა ავტომატური იარაღიდან გახსნა.
"უსაფრთხოების მიზნით ყველა შესაბამისი ზომები მიღებულია. გამოძიების ფარგლებში, მტკიცებულებების მოპოვების პროცედურები მიმდინარეობს", - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.