24 ივნისი 2026,   03:14
ვრცლად
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 110 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის დედაქალაქში "შაჰედის" ტიპის დრონებისა და რაკეტების თავდასხმის საფრთხის გამო ჩაირთო. აფეთქებები დაფიქსირდა დნიპროში. რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქზე, შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 110 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. ყველაზე ცხელ მიმართულებად კვლავ პოკროვსკი რჩება.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას საჰაერო სივრცის სრული დაცვისთვის, "პატრიოტის" 25 საჰაერო სისტემა სჭირდება.

მან ასევე პარტნიორებს მოუწოდა ქვეყნის თავდაცვის ძალებს უფრო მეტი "F-16" ტიპის თვითმფრინავები გადასცენ. რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ესპანეთი უკრაინას 10 Leopard 2-ის ტანკს გადასცემს.

 

დღის ამბები