უამინდობა კახეთში - სტიქიამ ლაგოდეხში ხეები მოგლიჯა და სამანქანე მოძრაობა შეაფერხა. ძლიერმა ქარმა, რომელიც დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, წააქცია ელექტროგადამცემი ბოძებიც. დაზიანდა რამდენიმე სახლის სახურავი.
ადგილზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე, ზარალს ითვლიან.