მოსკოვში, სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსე ნავალნის ქვრივის დაკავების ორდერი გასცა. მას ექსტრემიზმში ედება ბრალი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საზღვარგარეთ მცხოვრები იულია ნავალნაიას წინააღმდეგ წარდგენილი ბრალი "ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრობას უკავშირდება." მასზე ძებნაა გამოცხადებული.
შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუკი ნავალნაია რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდება, მას დააკავებენ.