იტალიაში, ქალაქ კანდიდონეში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, პოლიციამ 23 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინა. სულ ამოღებულია 285 კილოგრამი კოკაინი.
ჩანთებში მოთავსებული ნარკოტიკი საწვავის კონტეინერებში იყო დამალული და მას საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად ინახავდნენ.
საქმეზე დაკავებულია 40 წლის მამაკაცი.