რუსთავში, პროექტ "ახალი სიმწვანის" ფარგლებში, ეკოლოგიური აქცია მოეწყო. პროექტის მიზანი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესებაა.
რუსთაველმა ახალგაზრდებმა, 9 ძმა ხერხეულიძის სახელობის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩაზე, რამდენიმე ათეული ახალი ნერგი დარგეს. პროექტში 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, ონლაინრეგისტრაციით ერთვებიან და ქალაქის გამწვანების სამსახურში, შესაბამისი ანაზღაურებით იწყებენ მუშაობას.