თბილისის N109-ე საჯარო ბაგა-ბაღს მომავალი წლიდან ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა ექნება. პროექტი 20 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი, რაც 600-მდე აღსაზრდელის მომსახურებას ითვალისწინებს.
შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად. პროექტის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.