12 სექტემბერი 2026,   10:17
ვრცლად
ტატუს გაკეთება ლიმფომის განვითარების რისკს 21%-ით ზრდის - People

ტატუს გაკეთება, ლიმფომის განვითარების რისკს  21%-ით ზრდის - ეს დასკვნა მეცნიერებმა შვედეთში ჩატარებული კვლევის შემდეგ დადეს. ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ ტატუს ზომას მნიშვნელობა არ აქვს. 

შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევარები 11,905 მონაწილეს აკვირდებოდნენ - მათგან 2,938 დაავადებული იყო ლიმფომით, მონაწილეთა ასაკი 20-დან 60 წლამდე მერყეობდა. 

კვლევამ, რომელიც 21 მაისს eClinicalMedicine-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ლიმფომის განვითარების რისკი 21%-ით მაღალი იყო მათთან, ვისაც ტატუ გაუკეთეს. 

ლიმფომის რისკი ასევე მაღალი იყო იმ პირებში, რომლებსაც პირველი ტატუირება, კვლევის დაწყებამდე ორ წელზე ნაკლებ პერიოდში ჰქონდათ გაკეთებული.

"სხვა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ, როგორიცაა მოწევა და ასაკი, აღმოვაჩინეთ, რომ ლიმფომის განვითარების რისკი 21 პროცენტით მაღალი იყო მათ შორის, ვისაც ტატუ გაუკეთეს.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ლიმფომა იშვიათი დაავადებაა და რომ ჩვენი შედეგები ვრცელდება ჯგუფურ დონეზე. შედეგები ახლა საჭიროებს გადამოწმებას და შემდგომ გამოკვლევას სხვა კვლევებში და ასეთი კვლევები გრძელდება," -  აღნიშნავს კვლევის ავტორი, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი კრისტელ ნილსენი.

დღის ამბები