ხელოვნების სასახლეში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღმოსავლური კოლექციების გამოფენით აღინიშნა. გაიმართა კატალოგის პრეზენტაცია, რომლის ავტორი პროფესორი გიორგი კალანდია, გამომცემელი კი შორენა შავერდაშვილია.
კატალოგი, სტამბა "სეზანის" მხარდაჭერით, ქართულ, ინგლისურ და იაპონურ ენებზე გამოიცა და 100-ზე მეტ ნივთს მოიცავს.
ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. მან თანამშრომლებსა და სტუმრებს მუზეუმის საერთაშორისო დღე და ახალი გამოფენის გახსნა მიულოცა.