23 აგვისტო 2026,   10:44
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მხარეები აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ.

გიორგი ოკმელაშვილს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასაც ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა პარლამენტთან გამართულ აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს.

დანაშაული, რასაც სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელს ედავებიან, შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ დევს.

დღის ამბები