12 სექტემბერი 2026,   01:26
ვრცლად
"მოვისმინეთ მაიკლ როთის სამარცხვინო განცხადება, სადაც ეკლესიას შეეხო ძალიან ცუდად, გამიჯნა ახალგაზრდობისგან და ნათელი მომავლისგან და თავად მისი ცხოვრების წესი ვიცით, რაც არის" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

უხერხულობას ქმნის ის იმპერატიული ტონი და ზეწოლა, რომელიც გარედან ისმის - უბრალოდ მოდის დირექტივა, რომელი კანონი მიიღოს სახელმწიფომ, რომელი არა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთის განცხადება კიდევ ერთხელ შეაფასა და მას სამარცხვინო უწოდა.

"ჩვენ ვუყურებთ უბრალოდ, ამ პროცესის ცოტა არალოგიკურ მიმდინარეობას, როდესაც არ ხდება [კანონის] დეტალური გარჩევა და მსჯელობა. უბრალოდ მოდის დირექტივა, რომელი კანონი მიიღოს სახელმწიფომ, რომელი არ მიიღოს. ასე იყო, როდესაც მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. ახლა ისმის, რომ არ უნდა მიიღოს სახელმწიფომ ეს. ცოტა იცით, რა ქმნით უხერხულობას? თვითონ კანონის შინაარსს მე არ შევეხები და არც შეფასებას დავიწყებ. უხერხულობას ქმნის ის იმპერატიული ტონი და ზეწოლა, რომელიც გარედან ისმის. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მაიკლ როთის სამარცხვინო განცხადება, სადაც ეკლესიას შეეხო ძალიან ცუდად, გამიჯნა ახალგაზრდობისგან და ნათელი მომავლისგან და თავად მისი ცხოვრების წესი ვიცით რაც არის," - განაცხადა ჯაღმაიძემ.

დღის ამბები