დაპირისპირებისა და ხმაურის გარეშე არც გასულ ღამეს ჩაუვლია - საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან გზების ბლოკირების გამო უკმაყოფილებას არაერთი მძღოლი გამოხატავდა. იყო ხმამაღალი შელაპარაკება და ემოციური გამოსვლები. გზის სავალი ნაწილი დემონსტრანტებს ქვებით, სხვადასხვა საგნებით ჰქონდათ ჩაკეტილი.
აქციის მონაწილეები გზის გაგრძელების უფლებას მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანებსა და იშვიათ შემთხვევაში, იმ მანქანებს აძლევდნენ, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი და ხანდაზმული ადამიანი იმყოფებოდა.