17 სექტემბერი 2026,   06:28
ვრცლად
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების შესახებ თსუ-ში საჯარო ლექცია ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა. სტუდენტები გაეცნენ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისა და ნამდვილი ამბის დადგენის მეთოდებს. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ქვეყანაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობა და მისი განვითარების მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის როლი.

მიმდინარე თემების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კომუნიკაციების კომისია საჯარო ლექციებს სხვა უნივერსიტეტებშიც ჩაატარებს.

 

ავტორი: ქეთი მარსაგიშვილი

 

 

დღის ამბები