15 სექტემბერი 2026,   14:26
ვრცლად
"თბილისი ენერჯიში" ჯერჯერობით არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას, რომ სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია

"თბილისი ენერჯიში", ჯერჯერობით, არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას, რომ სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა "თბილისი ენერჯის" სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა, ირაკლი დეკანოიძემ.

დეკანოიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით, დადასტურებით არ შეიძლება ითქვას, აფეთქება უკავშირდება თუ არა ბუნებრივი აირის დაგროვებას.

"არსებობს დღევანდელი დღის ვერსია, რომ აფეთქება ბუნებრივი გაზის დაგროვებამ გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას არც ვადასტურებთ, არც უარვყოფთ, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოგვეცა ადგილის დათვალიერების საშუალება.

სამწუხაროდ, ანალოგიური შემთხვევები ხშირია, რემონტის დროს დანადგარებს ტოვებენ გახსნილს, უყურადღებოდ, თვითნებურად ხდება გაზის ქსელის გადაადგილება არასათანადო პირების მიერ. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ რემონტის დროს, გაზის ნებისმიერ დანადგართან ურთიერთობისას“, – განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.

ცნობისთვის, წუხელ თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

დღის ამბები