ქვეყნის ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის საჭირო ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე იყო საუბარი საქართველოს აი-სი-თი ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის დაბალი მოცულობა თუ სიჩქარე, ასევე მაღალი ფასები, აბონენტებისთვის შემზღუდველია, რაც ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებასა და ინვესტორების მოზიდვაზე უარყოფითად აისახება.
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ, პრობლემის დაძლევის მიზნით, კომისია აქტიურად მუშაობს.