12 სექტემბერი 2026,   00:17
ვრცლად
თბილისის მერი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო. რეაბილიტაციის პირველი და მეორე ეტაპი უკვე დასრულდა. ახლა მიმდინარეობს ფასადის მხატვრული მინათებისა და კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოები, ასევე - წინა ეზოს კეთილმოწყობა.

სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი, მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

პროექტი "მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება.

დღის ამბები