25 ივნისი 2026,   16:22
ვრცლად
"გაყინული ემბრიონი უკვე ბავშვია" - აშშ-ში, ალაბამას სასამართლოს გახმაურებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლოა, ინ ვიტრო განაყოფიერებისას ემბრიონების განადგურება მკვლელობად შეფასდეს და ექიმები დაისაჯონ

ალაბამას უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ გაყინული ემბრიონები, რომლებიც ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგია, ბავშვებად მიიჩნევიან. შესაბამისად, მათი განადგურება იმავე კანონმდებლობის მიხედვით უნდა დაისაჯოს, რომლითაც - არასრულწლოვანის მკვლელობა.

სასამართლომ დაადგინა, რომ "დაუბადებელი ბავშვებიც ბავშვები არიან" და კანონი თანაბრად ეხება ყველა დაუბადებელ ბავშვს, განურჩევლად ადგილსამყოფლისა - "თუნდაც ისინი, მოკვლის დროს, ბიოლოგიური საშვილოსნოს გარეთ იყვნენ".

როგორც მედია წერს, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ინ ვიტრო განაყოფიერების სფეროზე ფართო გავლენა ექნება.

გადაწყვეტილების შემდეგ, ალაბამას უნივერსიტეტის ბირმინგემის რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიისა და უნაყოფობის განყოფილებამ ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურები შეწყვიტა.

"ვწუხვართ, რომ ეს გავლენას იქონიებს ჩვენი პაციენტების მცდელობებზე, იყოლიონ ბავშვი ინ ვიტრო განაყოფიერების გზით, მაგრამ ჩვენ უნდა შევაფასოთ პოტენციალი, რომ ჩვენი პაციენტები და ჩვენი ექიმები შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ", - ამბობს უნივერსიტეტის წარმომადგენელი მედიასთან.

ინ ვიტრო განაყოფიერება არის დამხმარე რეპროდუქციული ტექნიკის ფორმა, რომლითაც უნაყოფობის პრობლემის მქონე წყვილებს დაორსულებასა და შვილების გაჩენაში ეხმარებიან.

დღის ამბები