26 სექტემბერი 2026,   04:31
ვრცლად
"მუდმივად, ყოველი სინოდის წინ, ხომ არ შეიძლება ვისაუბროთ, რომ პატრიარქი გადადგება?" - სინოდის სხდომა დაიწყო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის სხდომა უკვე დაიწყო. მან ჟურნალისტებს მოუწოდა, ნუ აპელირებენ პატრიარქ ილია მეორის გადადგომისა და ავადმყოფობის საკითხით.

"მუდმივად ხომ არ შეიძლება, ყოველი სინოდისა და დღესასწაულის წინ, ვისაუბროთ, რომ პატრიარქი გადადგება, თუ პატრიარქი ავად არის... დაველოდოთ, იქნებ არის საკითხები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ჭორებს აყოლილი ინტრიგა. არ გვინდა ეს უსაფუძვლო ვარაუდები, რომელიც პირველად არ ხდება, მეორდება ერთი და იგივე ხალხისგან ერთი და იგივე რიტორიკა. გამოვედი მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სინოდის სხდომა დაიწყო. მეტი არაფერი ახალი არ ხდება და სიახლე იქნება, როცა სხდომა დასრულდება," - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

დღის ამბები