26 სექტემბერი 2026,   07:30
ვრცლად
უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან - მწყემსი მამაკაცი სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 

უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან. 52 წლის მევლუდ ლაღოშვილი გუშინ, 22:00 საათზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალებმა დააკავეს.

"კურიერის" ინფორმაციით, მწყემსი, სავარაუდოდ, გუშინ საღამოს, საქონლის სამწყემსად იყო წასული, და სწორედ ამ დროს დააკავეს. 

"მოზვერი უნდა გამოეყვანა, გაღმა ება, რა მოხდა, არაფერი ვიცით. იმის მერე აღარ შეგვხმიანებია. გუშინ გაგვაგებინეს, რომ აქ გვყავსო. სხვა არაფერი არ ვიცით, არ უთქვამთ, როდის გამოუშვებენ," - ამბობს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის შვილი, ხატია ლაღოშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის ცხელი ხაზი გაააქტიურა, ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და პარტნიორებს. ეს ერთ-ერთი მთავარი თემაა ერგნეთის შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

დღის ამბები