10 დეკემბერი 2023,   01:08
ვრცლად
ოზურგეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა - დატბორილია სახლები, დაზიანებულია ხიდები, საავტომობილო გზები და სამეურნეო მიწები

ოზურგეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეები ხიდიდან გადმოვიდა და ეზოები და საცხოვრებელი სახლები დატბორა. ადგილობრივებს დაზიანებული აქვთ ტექნიკა და ავეჯი.

ოზურგეთის მერის მოადგილის განცხადებით, სტიქიამ მუნიციპალიტეტში არაერთი პრობლემა შექმნა, დაზიანებულია ხიდები, საავტომობილო გზები და სამეურნეო მიწები. ყველა პრობლემურ ლოკაციაზე მუშაობენ, როგორც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, ასევე, სამაშველო ჯგუფები.

დღის ამბები