მკვლელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - დაბა ნარუჯაში, მამამ შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 82 წლის მამაკაცი. "კურიერმა" დანაშაულის დეტალები გაარკვია. როგორც მეზობლები ამბობენ, ბრალდებულს ფსიქიკური ხასიათის პრობლემები ჰქონდა და ის შესაბამის დაწესებულებაშიც მკურნალობდა. მომხდარის შესახებ მეზობლებს მოკლულის მცირეწლოვანმა შვილმა შეატყობინა, რომელიც სავარაუდოდ, მომხდარ ფაქტს შეესწრო. გარდაცვლილს 4 შვილი დარჩა.
მომხდარზე გამოძიება, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.