თუშეთში მომხდარი დაჭრის დროს დაშავებული სამი მამაკაცი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ჭრილობები დაშავებულებს ცივი იარაღით აქვთ მიყენებული, თუმცა ექიმების თქმით, არცერთი მათგანი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ომალოში მოხდა. დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში ქორწილისა და ნათლობის სუფრები იყო გაშლილი, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.