28 ივნისი 2026,   21:49
ვრცლად
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ისევ აქტიურ ფაზაშია - რუსული ავიაიერიშის შედეგად, ზაპოროჟიეს ოლქში, დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ისევ აქტიურ ფაზაშია - ღამით საჰაერო განგაში ქვეყნის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევშიც გამოცხადდა, საჰაერო ძალები "შაჰედის" ტიპის დრონებით თავდასხმის საფრთხის შესახებ იტყობინებოდა. კიევში ყველა საჰაერო სამიზნე ჩამოგდებულია.

7-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა ზაპოროჟიეს ოლქში ქალაქ ორეხოვოზე რუსული ავიაიერიშის შედეგად.

დონეცკის ოლქის საარტილერიო დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი.

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 8 დასახლება დაბომბეს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, 15 შეტევა განახორციელა მოწინააღმდეგის საკონცენტრაციო უბნებზე. ასევე ჩამოგდებულია ოკუპანტების 3 ოპერაციულ - ტაქტიკური სადაზვერვო თვითმფრინავი.

დღის ამბები