"ერისიონის" განახლებული პროგრამა- საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წარმომადგენლებს შეხვდა.
მაია ომიაძე და ტუროპერატორები "ერისიონის" განახლებულ პროგრამას გაეცნენ. ტუროპერატორებმა ანსამბლთან თანამშრომლობისა და ტურის დაგეგმვისას ტურისტებისათვის კონცერტების შეთავაზების საკითხები განიხილეს.