"არქი" არქელებს "სქილვილში" სწავლას დაუფინანსებს - "არქიმ" საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ონლაინ აკადემია "სქილვილთან" თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში "არქი" ყველა მსურველ არქელს "სქილვილში" მომავლის პროფესიებს IT მიმართულებით, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით და ასევე ზოგადი ინგლისურის კურსის საფასურის 50%-ს დაუფინანსებს.