05 ოქტომბერი 2026,   01:36
ვრცლად
გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას - IRI-ის ახალი კვლევა

"საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" (IRI) მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდს მოიცავს.

IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

კითხვაზე, ემხრობით თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, შედეგები ასე გადანაწილდა:

სრულად ვემხრობი - 75%

ვემხრობი - 14%

არ ვემხრობი - 5%

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

დღის ამბები