ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს ვერ ემსახურება
07-04-2023 10:09
თბილისში მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა, როგორც "რუსთავი2"-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროს მეორე ხაზი მგზავრებს ვერ ემსახურება.
მათივე ცნობით, ადგილზე შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ.