რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის გიორგი დონდუას განცხადებით, სამინისტროს ერთის მხრივ სურს ექიმების მოთხოვნების გათვალისწინება, თუმცა ძირითადი ხაზი მაინც ის არის, რომ შენობის დანგრევასა და ახლის აშენებას ალტერნატივა არ აქვს.
ექიმის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილების მიღებაზე საუბარი ნაადრევია.
"საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რაც დღეს არსებობს. ჩვენ რა თქმა უნდა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ რესპუბლიკურმა საავადმყოფომ არც ერთი წუთით არ შეწყვიტოს ფუნქციონირება ამაზე გვქონდა აქცენტები. გადაწყვეტილება რაიმე მიღებულია ან რაიმეს ვხედავთ ამ მიმართულებით ამის თქმა ჯერ ცოტა ნაადრევია. გარკვეული წინასწარი განწყობა იგრძნობა სამინისტროს მხრიდან, ერთის მხრივ უნდათ გაითვალისწინონ ჩვენი პრობლემები და წამოვიდნენ ჩვენთვის მეტ-ნაკლებად მისაღებ პირობებზე, მაგრამ მეორეს მხრივ მაინც ჩანს ძირითადი ხაზი, რომ შენობის დანგრევას და ახლის აშენებას ალტერნატივა არ აქვს", - განაცხადა გიორგი დონდუამ.