06 ივნისი 2023,   23:48
ვრცლად
სერჟანტთა აკადემია 20 წლისაა - სერჟანტებს იუბილე თავდაცვის ძალების მეთაურმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიულოცეს

სერჟანტთა აკადემია 20 წლისაა. სერჟანტებს აკადემიის იუბილე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიულოცეს. 

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

"ძალიან მნიშვნელოვანია სერჟანტთა კორპუსი ქართულ ჯარში, ვინაიდან ის არის ქართული ჯარის ხერხემალი და ამიტომ, განათლებული, კარგად გაწვრთნილი სერჟანტები ჩვენთვის პრიორიტეტულია. სწორედ ეს აკადემია ემსახურება მაღალი პროფესიონალიზმის მქონე სერჟანტების მომზადებას. ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია რეგიონში ერთ-ერთ წარმატებულ ინსტიტუციას წარმოადგენს", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ.

 

დღის ამბები