თაღლითობის ფაქტი და სამი დაკავებული პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ტურისტული კომპანია შექმნა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გამგზავრებას და იქ დარჩენას უწევდა ორგანიზებას. ორი ბრალდებული კი აღნიშნულ კომპანიაში იყო დასაქმებული.
ბრალდებულები ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მსურველ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შესაბამის დოკუმენტაციას უმზადებდნენ, რის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის გავლით ახდენდნენ მათ ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები შტატებში უკანონოდ გადადიოდნენ.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.