რუსთავის მერიამ კომპანია "რუსთავის წყალთან" და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებთამ ერთად, საცხოვრებელ კორპუსებში წყლისა და წყალარინების სისტემის ერთობლივი მონიტორინგი დაიწყო.
მონიტორინგის მიზანი, კორპუსებსა და შიდა ეზოებში წყალარინების სისტემაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაა. ერთობლივი მონიტორინგის კამპანია, რომელიც რუსთავის მერის ინიციატივით უკვე მიმდინარეობს, საცხოვრებელი კორპუსების დაზიანების პრევენციას და დროულ რეაგირებას შუწყობს ხელს.
პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ, შიდა წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას "რუსთავის კორპუსი" განახორციელებს, ხოლო გარე პერიმეტრზე არსებულ დაზიანებებს კომპანია "რუსთავს წყალი" აღმოფხვრის.