05 ოქტომბერი 2026,   05:00
ვრცლად
არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით 12 წლის მოზარდს შრომით ექსპლუატაციას უწევდა; მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა ბავშვს თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების ქურდობას - შეგროვებულ თანხას კი თავად განკარგავდა. დანაშაული საკმაოდ ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები