05 ოქტომბერი 2026,   02:30
ვრცლად
"თუ გოლდ სმიტის, როგორც მეცნიერის, როგორც ექსპერტის საქმიანობა იქნებოდა უარყოფითად შეფასებული, მას ჩამოერთმეოდა სათანადო ლიცენზია" - შალვა ხაჭაპურიძე

კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილს ადვოკატი და მისი თანაგუნდელი შეხვდნენ. დაცვის სურვილია ახალ წლამდე უცხოელი ექსპერტები დაიკითხონ და საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთოს, რომელმაც უნდა დადგინოს მოწამლეს თუ არა სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ამერიკელი ფსიქიატრის ერიკ გოლდსმიტის დასკვნა ნიუ-იორკის სასამართლომ რიჩარდ ჩიჩაკლის საქმეზე ეჭვქვეშ დააყენა. 

შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ თუ გოლდ სმიტის როგორც მეცნიერის, როგორც ექსპერტის საქმიანობა იქნებოდა უარყოფითად შეფასებული, მას ჩამოერთმეოდა სათანადო ლიცენზია. გოლდსმიტმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასამართლოს ჩვენება გასულ კვირას მისცა.  

"სხვადასხვა საქმეებზე დგება ეჭვქვეშ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ექსპერტის სრული საქმიანობა იქნეს შეზღუდული. თუ გოლდ სმიტის როგორც მეცნიერის, როგორც ექსპერტის საქმიანობა იქნებოდა უარყოფითად შეფასებული, მას ჩამოერთმეოდა სათანადო ლიცენზია. დიდი ამბავი ეჭვქვეშ დააყენა, მერე რა იცით, გასაჩივრდა ზემდგომ ინსტანციაში და ზემდგომი ინსტანციის მოსამართლემ რა ქნა? და იმის ზემდგომში კიდე უზენაესში გასაჩივრდა და იმან რა ქნა. ეს ჩვეულებრივი ამბავია სასამართლო დავებში,“ - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელები და ოჯახი ისევ ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე საუბრობს. 

"გუშინ ჩატარდა ჩხრეკა და შედგა ოქმი და მან მთხოვა მედიისთვის მეცნობებინა, რომ მოხდა აღწერა ოთახის. რა არის ამოღებული არ ვიცი, მაგრამ ჩატარდა ჩხრეკა. უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არავის პრეტენზია ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს, მაგრამ რას ემსახურება ახლა პერიოდის ამ მონაკვეთში გამკაცრების მიღებულ ზომებს, ეს არ ვიცი," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი, ეკატერინე ხერხეულიძე. 

დღის ამბები