6 ადამიანი ემსხვერპლა ესპანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას. ინციდენტი გალისიაში მოხდა, ავტობუსმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან მდინარეში გადავარდა. დაშავდა 2 ადამიანი, მათ შორისაა ავტობუსის მძღოლიც. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.
უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზად ცუდი ამინდი დასახელდა. დაწყებულია გამოძიება.