წინასაახალწლო ღონისძიება დუშეთში ჯგუფ "მგზავრების" კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიების ფარგლებში, დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა. ჩატარდა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი. ასევე, მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა.
დუშეთის შემდეგ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მასშტაბური საახალწლო ღონისძიებები - თიანეთში, ყაზბეგსა და მცხეთაში გაიმართება.