01 ივლისი 2026,   00:31
ვრცლად
"ჩვენ მხოლოდ ერთ რამეზე ვკამათობთ, ვინ არის უფრო ტოქსიკური, გადავწყვიტეთ, რომ ორივენი ერთნაირად, თუ დღეს ვინმე ფიქრობს ჩვენს დაშორებაზე, ეს არ მოხდება" - ლუკაშენკო

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ერთმანეთს ყველაზე ტოქსიკურ ადამიანებად მოიხსენიებენ - "ჩვენ მხოლოდ ერთ რამეზე ვკამათობთ, ვინ არის უფრო ტოქსიკური, ვლადიმირ ვლადიმროვიჩი ამბობს, რომ ეს მე ვარ. მე კი ვამბობ, რომ ის არის" - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ პუტინმა აღნიშნა, რომ ბელარუსის პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული იყო და რომ ლიდერებმა ისაუბრეს ენერგიის ფასების ტარიფებზეც.

"მე მჯერა, რომ შესაძლებელია შესრულდეს ბელარუსის პრეზიდენტის თხოვნა, ბელარუსის არმიის თვითმფრინავებისა და ეკიპაჟის გადამზადების შესახებ,რომელიც უკვე განახლებულია და შესაძლოა მისი გამოყენებაც საბრძოლო მასალების საჰაერო დესანტირებისთვის. რუსეთი არ არის დაინტერესებული რაიმე სახის შერწყმით, ეს შეუძლებელია. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ უმარტივეს საკითხებზე, რომელიც ასევე ყველაზე მგრძნობიარეა ეკონომიკისთვის - ენერგიის ფასები და ტარიფები. ალექსანდრე გრიგორიევიჩი მართალია, დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული," - აცხადებს პუტინი.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ თუ ვინმე ფიქრობ პუტინისა და ლუკაშენკოს დაშორებაზე, ეს არ მოხდება.

"განსაკუთრებული მადლობა თქვენ დაპირების შესრულებისთვის. ჩვენს საბრძოლო მზადყოფნაშია S-400 სისტემა. რუსეთს მისთვის ყველაზე რთულ პერიოდში ვუკავშირდებით.

როგორც ამბობენ, ჩვენ ორნი ვართ თანააგრესორები, ყველაზე ცუდი და ყველაზე ტოქსიკური ხალხი ამ პლანეტაზე. ჩვენ მხოლოდ ერთ რამეზე ვკამათობთ, ვინ არის უფრო ტოქსიკური, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი ამბობს, რომ ეს მე ვარ. მე კი ვამბობ, რომ ის არის. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ორივენი ერთნაირად ვართ, სულ ეს არის. თუ დღეს ვინმე ფიქრობს ჩვენს დაშორებაზე, ეს არ მოხდება," - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

დღის ამბები