01 ივლისი 2026,   06:25
ვრცლად
ავღანეთში სამანქანო გვირაბში გაჩენილი ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა - არის ათობით დაშავებული

19 ადამიანი დაიღუპა სამანქანო გვირაბში გაჩენილი ხანძრის შედეგად ავღანეთში - არსებული ინფორმაციით, გვირაბში ნავთობის ტანკერი გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი მოედო სხვა მანქანებსაც. მომხდარის გამო სულ მცირე 32 ადამიანი დაშავდა.

გვირაბში, რომელიც დედაქალაქ ქაბულს ჩრდილოეთ პროვინციებთან აკავშირებს, სატრანსპორტო მიმოსვლა რამდენიმე საათით შეჩერებული იყო.

დღის ამბები