05 ოქტომბერი 2026,   08:43
ვრცლად
თბილისის საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა

თბილისის საკონცერტო დარბაზში, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

კონცერტის ფარგლებში შესრულდა კომპოზიტორის როგორც კარგად ნაცნობი, ისე ახალი ნაწარმოებები.

ჯემალ სეფიაშვილი აკაკი წერეთლისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატია, მიღებული აქვს ღირსების ორდენი და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

დღის ამბები