14 ივნისი 2026,   15:12
ვრცლად
პოლიციამ დააკავა 23 წლის მამაკაცი, რომელიც "საქართველოს ბანკს" დაესხა თავს - შსს განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ინფორმაციით, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ი.ჯ. დააკავეს. 

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ბრალდებული თავს დაესხა "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალს, იარაღის მუქარით თანხა გასტაცა ბანკის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცადებაში. 

 

დღის ამბები