უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს გარემოს დამცველებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ამოღებულია 30 ერთეული უკანონოდ ტრანსპორტირებული მორი.
დაფიქსირებული ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.