ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინისთვის პატრიოტის საზენიტო სისტემის გადაცემას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას "CNN" ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკული ტელეკომპანიის ექსკლუზიურ ინფორმაციაში წერია, რომ შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია პენტაგონის გეგმის, ფინალურ ვარიანტზე მუშაობს და შესაძლოა ამ კვირაში ოფიციალურად გაცხადდეს, უკრაინისთვის პატრიოტის ანტი-საჰაერო სისტემის გადაცემა. თუ გეგმას ბაიდენის ადმინისტრაცია დაამტკიცებს, ხელის მოსაწერად ის შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს გადაეცემა, შემდეგ კი ისევ ბაიდენს დაუბრუნდება.